ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის საერთაშორისო დაკავების ორდერი გასცა
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუიჩდემონის საერთაშორისო დაკავების ორდერი გასცა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონის საერთაშორისო დაკავების ორდერი გასცა. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატალონიის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალად ედება ამბოხებისკენ მოწოდება და თანხების გაფლანგვა.

2017 წელს, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, კარლეს პუიჩდემონი ესპანეთიდან ბელგიაში გაიქცა.

ამასთან, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 14 ოქტომბერს კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს, ანალოგიური ბრალდებით 9-დან 13 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. მაქსიმალური საპატიმრო ვადა ავტონომიური რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, ორიოლ ჟუნკერასმა მიიღო.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ესპანეთის შიდა საქმეა და დამტებით კომენტარს არ საჭიროებს.

დატოვე კომენტარი