ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ იტალიის პოლიციის მიერ დაკავებული კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ესპანეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს
ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ იტალიის პოლიციის მიერ დაკავებული კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ესპანეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს

ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ იტალიის პოლიციის მიერ დაკავებული კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ესპანეთის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.

„ბატონი პუჩდემონი უნდა დაემორჩილოს სასამართლოს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ესპანეთში კარლე სპუიჩდემონს 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების გამო, ამბოხის წაქეზებაში სდებენ ბრალს. ესპანეთი მის ექტრადირებას ითხოვს. კატალონიის ყოფილი ლიდერი იტალიის პოლიციამ სადინიის კუნძულზე ჩასვლისას, აეროპორტში დააკავა. ის იტალიის სასამართლოს წინაშე დღეს უნდა წარდგეს.

მარტში ევროპარლამენტმა კარლეს პუიჩდემონს იმუნიტეტი გაუუქმა. პუიჩდემონი ესპანეთის დატოვების შემდეგ ბელგიაში ცხოვრობს, ის ბრიუსელიდან სარდინიაში ჩავიდა, რათა საერთაშორისო გამოფენას დასწრებოდა და სარდინიის რეგიონულ ლიდერს შეხვედროდა.