„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ვითარება შედარებით განიმუხტა, თუმცა პერიოდულად მცირე დაპირისპირებებს აქვს ადგილი. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია ვითარების განმუხტვას ცდილობს და აგრესიულად განწყობილი პირები ტერიტორიიდან გაჰყავს.
როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსმა, ლევან მაისურაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ნებისმიერ კანონდარღვევაზე ადეკვატური პასუხი იქნება გაცემული. მისივე თქმით, ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული.
მმართველი პარტიის ოფისთან ერთმანეთს პერიოდულად უპირისპირდებიან მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულებზე კი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.