მოძრაობა „შეცვალეს“ სამი აქტივისტი აცხადებს, რომ ჩხოროწყუში ფიზიკურად გაუსწორდნენ 
მოძრაობა „შეცვალეს“ სამი აქტივისტი აცხადებს, რომ ჩხოროწყუში ფიზიკურად გაუსწორდნენ 

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები ოთო შენგელია, ირაკლი ნაჭყებია და ნუკრი ცქვიტიშვილი აცხადებენ, რომ მათ ჩხოროწყუში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც მოძრაობს ერთ-ერთი წევრი ოთო შენგელია ამბობს, როცა ის და მისი მეგობრები ზუგდიდიდან ჩხოროწყუში ბრუნდებოდნენ, ერთ-ერთ მაღაზიასთან მანქანა გააჩერეს, სწორედ მაშინ დაესხა თავს უცნობი პიროვნება და მათ სცემა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით და დაკავებულია ერთი პირი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „შეცვალეს“ აქტივისტები ამ წუთებში ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან, სადაც გააკეთეს წარწერები „ძირს იზორიების კლანი“, „მონა“.

ჩხოროწყუს პოლიციაში „შეცვალეს“ წევრებიც დაიკითხებიან.

„შეცვალეს“ წევრებმა დღეს ჩხოროწყუში მაჟორიტარი დეპუტატის, გოგა გულორდავას და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიას ოფისებთან საპროტესტო აქციები გამართეს.