ზუგდიდის სასამართლომ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

14:13, 02.02.2020

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოძრაობა „შეცვალეს“ ორი წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. ნუკრი გოგუას მოსამართლემ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გოგუას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, ნუკრი გოგუამ 30 იანვარს ჩხოროწყუში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს. „შეცვალეს“ წევრები ოთო შენგელია და ირაკლი ჭანტურიამ სასამართლომ დაზარალებულთა ცნო.

მსგავსი