ზუგდიდის სასამართლომ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოძრაობა „შეცვალეს“ ორი წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. ნუკრი გოგუას მოსამართლემ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გოგუას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ძალადობას გულისხმობს.
გამოძიების ინფორმაციით, ნუკრი გოგუამ 30 იანვარს ჩხოროწყუში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს. „შეცვალეს“ წევრები ოთო შენგელია და ირაკლი ჭანტურიამ სასამართლომ დაზარალებულთა ცნო.