„ექსპო ჯორჯიასთან“ „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ აქტივისტები აქციას მართავენ
„ექსპო ჯორჯიასთან“ „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ აქტივისტები აქციას მართავენ

„ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს. „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილი არიან მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,„ ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენების შემოქმედია“. ამასთან, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა მათ საავტომობილო მოძრაობის შეფერხების საშუალება არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით აქციის ცხრა მონაწილე დააკავა.

დატოვე კომენტარი