„შეცვალეს“ წევრებმა ხობში, დაჩი ბერაიას მაჟორიტარულ ბიუროსთან აქცია გამართეს [ფოტო]
„შეცვალეს“ წევრებმა ხობში, დაჩი ბერაიას მაჟორიტარულ ბიუროსთან აქცია გამართეს [ფოტო]

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის დაჩი ბერაიას ბიუროსთან აქცია გამართეს.

მათ ადგილზე მიიტანეს პლაკატები წარწერებით: „ბერაია მონა“, „დაჩი შინ არ ვარგოდა და პარლამენტში გარბოდაო“.

აქციის მონაწილეებმა სასტვენებისა და შეძახილების ფონზე ბერაიას ბიუროში გააკრეს სტიკერები და მიიტანეს სათამაშო ცხენი.

ასევე დეპუტატის ბიუროს კარზე გააკრეს პლაკატი სახელწოდებით „წლის ნეპოტიზმის მედალოსანი“.

აქციის მონაწილეებმა ბიუროში შესვლაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დატოვე კომენტარი