კარლეს პუიჩდემონი გერმანიიდან ბელგიაში ბრუნდება, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს
კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუიჩდემონი გერმანიიდან ბელგიაში ბრუნდება.
ჟენერალიტეტის ექსპრეზიდენტი ბრიუსელში შაბათს გაემგზავრება, სადაც პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.
ცოტა ხნის წინ, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კარლეს პუიჩდემონისა და კიდევ ხუთი კატალონიელი პოლიტიკოსების მიმართ დაკავების საერთაშორისო ორდერები გააუქმა. თუმცა, ძალაში დარჩა ორდერი, რომელიც აღნიშნული პირების ესპანეთში ჩასვლის შემთხვევაში, მათი დაკავების საბაბი გახდება.
კარლეს პუიჩდემონსა და ჟენერალიტეტის ყოფილ მაღალჩინოსნებს, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და ამბოხის ორგანიზებაში ედებათ ბრალი.