კანკავა სრული დატვირთვით ემზადება - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა
ვლადიმირ ვაისის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ანდორაშია და ამ ქვეყნის ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც წლის მეხუთე ოფიციალური შეხვედრა იქნება.
საწვრთნელი პროცესი ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიმდინარეობს, რადგან მატჩის მასპინძელი სტადიონზეც ხელოვნური მინდვრის საფარია. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში საბა კვირკველიას მსგავსად, ყაზახური “ტობოლის” ქართველმა ლეგიონერებმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა დღეს პირველად ივარჯიშეს.
ლატვიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ეროვნული ნაკრების კაპიტანი უკვე გამოჯანმრთელდა და უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მასპინძელ სტადიონზე 14 ნოემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხებს.
უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი ანდორასა და საქართველოს შორის 15 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 23:45 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.