კაშიასა და კანკავას „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა #1TVSPORT

11:01, 14.03.2024

ბრატისლავისსლოვანმა“ სლოვაკეთის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა „პოდბრეზოვასთან“ გამართა და მოულოდნელი მარცხით ტურნირს დაემშვიდობა – 1:3.

ვლადიმირ ვაისმა ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. გურამ კაშიამ 69-ე წუთი ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ჯაბა კანკავამ – შეუცვლელად.

სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერი „სლოვანიმეხუთეადგილოსანპოდბრეზოვასთან“ ფავორიტად ითვლებოდა და თამაში დამაჯერებლად დაიწყო – 33-ე წუთზე ანგარიში ტიგრან ბარსეგიანმა გახსნა.

მაგრამ სტუმრებმა სამ წუთში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მეორე ტაიმში ბრატისლაველებს კიდევ ორი გოლი გაუტანეს და თასის ნახევარფინალში „პოდბრეზოვა“ გავიდა.

მსგავსი