კაშიასა და კანკავას „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა „პოდბრეზოვასთან“ გამართა და მოულოდნელი მარცხით ტურნირს დაემშვიდობა – 1:3.
ვლადიმირ ვაისმა ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. გურამ კაშიამ 69-ე წუთი ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ჯაბა კანკავამ – შეუცვლელად.
სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერი „სლოვანი“ მეხუთეადგილოსან „პოდბრეზოვასთან“ ფავორიტად ითვლებოდა და თამაში დამაჯერებლად დაიწყო – 33-ე წუთზე ანგარიში ტიგრან ბარსეგიანმა გახსნა.
მაგრამ სტუმრებმა სამ წუთში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მეორე ტაიმში ბრატისლაველებს კიდევ ორი გოლი გაუტანეს და თასის ნახევარფინალში „პოდბრეზოვა“ გავიდა.