ქართული ლეგიონი | სლოვაკეთის ჩემპიონატში კანკავასა და კაშიას „სლოვანი“ ლიდერობს #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | სლოვაკეთის ჩემპიონატში კანკავასა და კაშიას „სლოვანი“ ლიდერობს #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფში ბრატისლავის „სლოვანი“ „რუჟომბეროკს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს.

გასავარდნთა ჯგუფში კი „ზლატე მორავცემ“ „მიხალოვცეს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს გიორგი ჯინჯოლავამ და იური ტაბატაძემ, ლევან ნონიკაშვილი კი სათადარიგოებში დარჩა, სტუმართა შორის თორნიკე ძოწენიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

„ზლატე მორავცე“ ოთხი ქულით ბოლო ადგილზეა, „მიხალოვცე“ 13 ქულით ბოლოსწინაა, ხოლო „სლოვანი“ 60 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსან „ჟილინას“ 16 ქულით ასწრებს.

ჩეხეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა“ ერთ-ერთი ლიდერი „სლოვაცკო“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა. ჭანტურიშვილის გუნდი 28 ქულით მე-10 ადგილზეა.