კანადაში ჰოკეის იუნიორთა გუნდი ავარიაში მოყვა, დაღუპულია 14 ადამიანი
კანადაში ჰოკეის იუნიორთა გუნდის „ჰუმბოლდტ ბრონკოსის” ავტობუსი ავტოკატასტროფაში მოყვა. სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად, რამდენიმე ჰოკეისტი დაიღუპა.
USA Today-ის ცნობით, მსხვერპლის რიცხვი 14 ადამიანს აღწევს.
ტრაგედია ქალაქ ტისდეილიდან 30 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
„ჰუმბოლდტ ბრონკოსი” სასკაჩევანის იუნიორთა ლიგის მატჩზე მიემგზავრებოდა.
ავტობუსში მყოფი ჰოკეისტების ასაკი 16-დან 21 წლამდე იყო.