„ტამპა ბეი ლაითნინგმა“ სტენლის თასის ფინალში „კოლორადოსთან“ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა #1TVSPORT
„ტამპა ბეი ლაითნინგმა“ სტენლის თასის ფინალში „კოლორადოსთან“ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა #1TVSPORT

ნაციონალური ჰოკეის ლიგის გუნდმა „ტამპა ბეი ლაითნინგმა“ სტენლის თასის ფინალში „კოლორადოსთან “ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა დენვერში გაიმართა და ძალიან დაძაბული დაპირისპირება სტუმრების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ამ მოგებით „ტამპამ“ ფინალურ სერიაში ანგარიში 3:2 გახადა და სტენლის თასის ზედიზედ მესამედ მოგების შანსი შეინარჩუნა. კოლორადოს შტატის გუნდს კი ტიტული 21 წელია რაც არ მოუპოვებია.

სერიის მეექვსე მატჩი „ტამპა ბეი ლაითნინგის“ ყინულზე 27 ივნისს გაიმართება.