ყინულის ჰოკეი | საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ყინულის ჰოკეი | საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე მატჩი ტაილანდის წინააღმდეგ ჩაატარა და 10:0 მოიგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები არტიომ კურბატოვმა (3), ვიტალი ძიოვმა (2), ანდრე რომანოვმა (2), ოლივერ ობოლგოგიანმა, ბორის კოჩკინმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.

ტაილანდთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების ჰოკეისტებმა ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე წააგეს – ნიდერლანდებთან (2:8) და ესპანეთთან (1:5).

საბოლოოდ, ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც სამივე თამაში მოიგო და ოლიმპიადაზე მოსახვედრად ბრძოლას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე განაგრძობს, საქართველოს ნაკრებმა კი ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს იტალიის ქალაქი მილანი უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივანე სტაროსტინი.

მცველები: ალექსანდრე კირეევი, დმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ვიტალი დუმბაძე, ივან მაროვი, დავით მინასიანი, ვიაჩესლავ პოტაშევიჩი.

თავდამსხმელები: ვიტალი ძიოვი, სემიონ ხარიზოვი, ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი, ანდრეი რომანოვი, ნიკიტა ბუკია, ალექსანდრე ვასილჩენკო, ბორის კოჩკინი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, არტიომ კაზიულინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი, ალექსანდრე ბელომოინი.