კანადაში ჰოკეის იუნიორთა გუნდი ავარიაში მოყვა, დაღუპულია 14 ადამიანი

14:13, 07.04.2018

კანადაში ჰოკეის იუნიორთა გუნდის „ჰუმბოლდტ ბრონკოსის” ავტობუსი ავტოკატასტროფაში მოყვა. სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად, რამდენიმე ჰოკეისტი დაიღუპა.

USA Today-ის ცნობით, მსხვერპლის რიცხვი 14 ადამიანს აღწევს.

ტრაგედია ქალაქ ტისდეილიდან 30 კილომეტრის მოშორებით მოხდა.

ჰუმბოლდტ ბრონკოსისასკაჩევანის იუნიორთა ლიგის მატჩზე მიემგზავრებოდა.

ავტობუსში მყოფი ჰოკეისტების ასაკი 16-დან 21 წლამდე იყო.

მსგავსი