„კოლორადო აველანში“ სტენლის თასის გამარჯვებულია  #1TVSPORT
„კოლორადო აველანში“ სტენლის თასის გამარჯვებულია  #1TVSPORT

ნაციონალური ჰოკეის ლიგის გუნდი „კოლორადო აველანში“ სტენლის თასის გამარჯვებულია. ქალაქ დენვერის გუნდმა ფინალური სერიის მეექვსე დაპირისპირებაში „ტამპა ბეი ლაითნინგი“ სტუმრად 2:1 დაამრცხა და პრესტიჟული გათამაშება ისტორიაში მესამედ მოიგო.

სტენლის თასი ბოლოს კოლორადოს შტატის გუნდმა 21 წლის წინ აღმართა. ფლორიდელები კი თავის მხრივ ფინალურ სერიაში წარმატების შემთხვევაში, ზედიზედ მესამედ გახდებოდნენ ნაციონალური ჰოკეის ლიგის ჩემპიონები.

აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზების შემდეგ, წლევანდელი სეზონი სრულყოფილად ჩატარდა.