პეკინი 2022 | ჰოკეის ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინის ოლიმპიადაზე, ჰოკეიში ფინალისტები გამოვლინდნენ. 20 თებერვალს ოლიმპიური ოქროს მედლისთვის რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

დღეს გაიმართა ორი ნახევარფინალური შეხვედრა. პირველ დაპირისპირებაში ფინეთის ეროვნულმა გუნდმა სლოვაკეთი 2:0 დაამარცხა. ტურნირზე ნაჩვენები კარგი თამაშიდან გამომდინარე, სკანდინავიელები ფინალში დამსახურებულად გავიდნენ.

მეორე შეხვედრა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდსა და შვედეთის გუნდს შორის ძალიან დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებული ბულიტების სერიით გამოვლინდა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გუნდებმა დამატებითი შაიბის გატანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ რვა-რვა შესრულებული ბულიტის შემდეგ ფინალის საგზური რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ პეკინის ოლიმპიადის ჰოკეის ქალთა ტურნირის გამარჯვებული კანადის ეროვნული გუნდი გახდა.