კამერუნში ისლამისტური დაჯგუფების თავდასხმას ექვსი ჯარისკაცი ემსხვერპლა
კამერუნის ჩრდილოეთ რეგიონში, საგმეს სამხედრო პოსტზე ისლამისტური დაჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე ექვსი კამერუნელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია ოთხი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კამერუნი, მის მეზობელ ნიგერიასთან და ჩადთან ერთად, ისლამისტურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ებრძვის, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ისლამისტური დაჯგუფების გააქტიურება ერთ-ერთი ლიდერის, აბუბაქარ შეკაუს სიკვდილით არის გამოწვეული.