კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

კალიფორნიის ქალაქ სანტა-კლარიტას ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაშავებულია ექვსი ადამიანი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული, რამდენიმე დაშავებულს კი პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი აზიური წარმოშობის მამაკაცია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. უსაფრთხოების მიზნით, სკოლის მიმდებარედ არსებული კიდევ ორი დაწყებითი სკოლა დროებით დაიხურა.