კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

00:30, 10.09.2024

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კალიფორნიის სამხრეთით, სან-ბერნარდინოს ოლქის მიმდებარედ ხანძრის გამო საფრთხე უკვე 36 000-ზე მეტ შენობას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს ემუქრება. სან-ბერნარდინოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობისთვის გაცემულია სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება.

ხანძარი 5 სექტემბერს ლოს ანჯელესის აღმოსავლეთით გაჩნდა. ამ დროისთვის დაახლოებით 8,580 ჰექტარია დამწვარი. ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას სამი მეხანძრე დაშავდა.

კალიფორნიის სატყეო და სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის მხოლოდ 3%-ია ლოკალიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი