კალიფორნიაში ხანძრის შედეგად 134-ზე მეტი შენობა და ტყის ათასობით ჰექტარია განადგურებული

18:41, 27.07.2024

კალიფორნიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.

როგორც „სიენენი“ წერს, ტყის ხანძარი სწრაფად ვრცელდება და მეხანძრეებს მასთან გამკლავება უჭირთ.

სტიქიის შედეგად ტყის ათასობით ჰექტარი და 134-ზე მეტი შენობაა განადგურებული.

ამ დროისთვის 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძარი 24 ივლისს გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მამაკაცის მიერ ხრამში ცეცხლმოკიდებული მანქანის გადაგდება გახდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მსგავსი