კალიფორნიაში სტიქიას ებრძვიან, გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია
კალიფორნიაში სტიქიას ებრძვიან, გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

კალიფორნიაში სტიქიას ებრძვიან. შტატში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ამას თან ერთვის ძლიერი ქარი.

მედიის ცნობით, სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საკრამენტოში, სადაც მოქალაქეს ხე დაეცა. კალიფორნიის ათ რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღეს.

სანტა ბარბარას აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, ხოლო დატბორილ ავტომაგისტრალებზე გაჩერებული მანქანებიდან ადამიანების გამოყვანა მხოლოდ მაშველების დახმარებით მოხერხდა. ზოგიერთი დასახლებიდან ევაკუაცია გამოცხადდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი ლოს ანჯელესში, სულ მცირე, 24 საათი გაგრძელდება.