კალიფორნიაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
კალიფორნიაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

კალიფორნიის შტატში, გამოძიების ფედერალური ბიუროს საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ირვინში მოხდა.

შერიფის ოფისში აცხადებენ, რომ აფეთქება გამნაღმველთა ჯგუფისა და სპეცრაზმის ერთობლივი სწავლების დროს ერთ-ერთ შენობაში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სწავლების ფარგლებში გამოიყენებოდა.

სამართალდამცველების ცნობით, წვრთნაში მონაწილე ყველა პირს დამცავი ეკიპირება ეცვა და ადგილზე იმყოფებოდა მედიკოსთა ჯგუფი.

ყველაზე მძიმედ დაშავებულ პირს ქვედა კიდურზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ამჟამად მომხდარს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.