კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. შტატის პოლიციის ინფორმაციით, სტიქიის გამო უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1000-მდე ადამიანი ითვლება.
კალიფორნიის ჩრდილოეთში ხანძარი 500 კვადრატულ კილომეტრზე იყო გავრცელებული და მისი 65 პროცენტი უკვე ლოკალიზებულია. სტიქიამ 10 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით კალიფორნიის შტატის რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. სტიქიასთან ბრძოლის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფის განკარგულება გასცა.