სლოვენიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერებს პატივს სცემს და სრულად შეასრულებს მათ

14:01, 22.11.2024

სლოვენია პატივს სცემს ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემულ ისრაელისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერებს და სრულად შეასრულებს მათ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა განაცხადა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ მასრის დაკავების ორდერები გასცა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

მსგავსი