ეს მისი სამეცნიერო მიზნების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
მისი მისიის მიზანთა გრძელ სიაში ერთ-ერთია მზის ზედაპირის მაღალი რეზოლუციის სურათების გადაღება. ამისათვის, ხომალდი სხვადასხვა ტალღის სიგრძეში მომუშავე სხვადასხვა ინსტრუმენტებს იყენებს. შედეგად, ის თითქმის მზის ფენების ქვეშ იხედება და ადგენს მათ შორის არსებულ ურთიერთობებს.
ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მზის ოთხ ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელთაგან თითოეული ჩვენი ვარსკვლავის სხვადასხვა ხედს გვთავაზობს: ხილული სინათლის, მაგნიტურს, პლაზმის და ულტრაიისფერის.
სურათები 2023 წლის მარტშია გადაღებული ხომალდის ბორტზე არსებული გერმანული და ბელგიური ინსტრუმენტების მიერ.
თითოეული ფოტო 25 სურათისგან შემდგარი კომპოზიტია. ყველა მათგანი ერთსა და იმავე დღესაა გადაღებული. ისინი მზის ყველაზე მაღალი რეზოლუციის ფოტოებია ამ დრომდე გადაღებულთა შორის.
Solar Orbiter-ის პროექტის მეცნიერის, დანიელ მიულერის განცხადებით, მზის მაგნიტური ველი საკვანძო რამ არის ჩვენი ვარსკვლავის შესასწავლად.
„მზის მაგნიტური ველი საკვანძოა ჩვენი დედავარსკვლავის დინამიკის ბუნების შესასწავლად, უმცირესიდან უდიდეს მასშტაბებზე. ეს ახალი, მაღალი რეზოლუციის რუკა, რომელიც Solar Orbiter-ის ინსტრუმენტმა PHI-მა შეადგინა, აჩვენებს მზის ზედაპირის მაგნიტური ველის მშვენებას და ნაკადებს უდიდეს დეტალებში“, — ამბობს მიულერი.
PHI ინსტრუმენტმა ასევე გადაიღო, როგორ მოძრაობს პლაზმა მზის ზედაპირის გარშემო. ლურჯი რეგიონები ხომალდისკენ მოძრაობენ, წითლები კი მისგან საპირისპირო მიმართულებით.
ვიზუალურად ალბათ ყველაზე გასაოცარია EUI ინსტრუმენტის მიერ გადაღებული ულტრაიისფერი სურათი.
ამ ფოტოზე ჩანს, რა ხდება ფოტოსფეროს მაღლა, სადაც მანათობელი პლაზმა მზის ლაქიდან ამოდის. პლაზმა სუპერცხელია და იმავე მაგნიტურ ხაზს მიუყვება, რომელიც მზის ლაქას აძლიერებს.
ფოტოები უბრალოდ საოცარია. ალბათ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს სიცოცხლეზე, სამყაროზე, ბუნებაზე, ევოლუციაზე, სიკვდილზე; და როგორ გაჩნდა ეს ყველაფერი.