რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
რუსეთის მიერ უკრაინაზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება

უკრაინაზე რუსეთის მიერ ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

გავრცელებული ცნობით, ბრიუსელში შეხვედრა 26 ნოემბერს უკრაინის ინიციატივით ჩატარდება.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დასაბომბად საშუალო მანძილზე მოქმედი ექსპერიმენტული ბალისტკური რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენა, რომელიც უფრო ძველი რაკეტის, „რუბეჟის“ საფუძველზე შეიქმნა.

„ორეშნიკს“ აქვს შესაძლებლობა, გადაიტანოს ბირთვული ქობინი.