კახა საბანაძე - გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს, რაზეც უახლოეს საათებში ვისაუბრებთ
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის ინფორმაციით, გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს, რაზეც უახლოეს საათებში ისაუბრებენ.
კახა საბანაძე ამ დრომდე გორში იმყოფება, სადაც საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
„აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მომდინარეობს. იქნება კონკრეტული შედეგები უახლოეს საათებში. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ“,- განაცხადა საბანაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლილი გუშინ იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
ამასთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. როგორც პირველ არხს გოგონას ბაბუამ განუცხადა, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.