შს მინისტრის მოადგილე – ვრცელდება დეზინფორმაცია, პოლიციას გაზი არ გამოუყენებია

23:01, 08.11.2020

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე გაზი გამოიყენეს.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული დეზინფორმაციას წარმოადგენს.

„სამწუხაროდ ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა საბანაძემ.

მსგავსი