შს მინისტრის მოადგილე - ვრცელდება დეზინფორმაცია, პოლიციას გაზი არ გამოუყენებია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე გაზი გამოიყენეს.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული დეზინფორმაციას წარმოადგენს.
„სამწუხაროდ ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა საბანაძემ.