კახა საბანაძე - ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას დაემატა სსკ-ს 154-ე მუხლი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს
კახა საბანაძე - ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას დაემატა სსკ-ს 154-ე მუხლი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, გლდანში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „პუბლიკას“ ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებას დაემატა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას მუხლი.

„გლდანში ერთ-ერთ უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც „პუბლიკას“ ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

დაკითხვები აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის გამოკითხულია ჟურნალისტი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – განაცხადა კახა საბანაძემ.