გორში ცხრა წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
გორში ცხრა წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ცხრა წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი გორში დილიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოში ნახეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მომხდარის დეტალებს პირველი არხი არკვევს.

ოჯახი გოგონას დილიდან ეძებდა. მათი განცხადებით, ბავშვი ცეკვის წრეზე მიდიოდა, თუმცა სკოლამდე არ მისულა.