კახა საბანაძისა და კიდევ რამდენიმე პირის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კახა საბანაძისა და კიდევ რამდენიმე პირის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძისა და კიდევ რამდენიმე პირის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე, რის შესახებაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. კერძოდ, პროკურატურის განმარტებით, ძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.