კახა კოჟორიძე - კითხვა, რა შუაშია პოლიტპატიმრები „გირგვლიანის შესწორებებთან“, იგივეა ვიკითხოთ, რა შუაშია გირგვლიანი თავად „გირგვლიანის შესწორებებთან“
კახა კოჟორიძე - კითხვა, რა შუაშია პოლიტპატიმრები „გირგვლიანის შესწორებებთან“, იგივეა ვიკითხოთ, რა შუაშია გირგვლიანი თავად „გირგვლიანის შესწორებებთან“

კითხვის დასმა, რომ რა შუაშია პოლიტპატიმრები „გირგვლიანის შესწორებებთან“ იგივეა, ვიკითხოთ რა შუაშია გირგვლიანი თავად „გირგვლიანის შესწორებებთან“,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს არამარტო პოლიტპატიმარ ადვოკატებს, არამედ ყველა პოლიტპატიმარს.

„გირგვლიანის საქმეც და პოლიტპატიმრების საქმე იყო იმ სისტემური უსამართლობის ნაწილი, რომელსაც ვებრძოდით და დღეს „გირგვლიანის შესწორებებიც“ ხომ იმიტომ გვინდა, რომ მომავალში თავი დავიწღიოთ ანალოგიური დანაშაულის გამეორებისგან, რანაირად უნდა დავიზღვიოთ თავი თუ ამ სისტემური დანაშაულის მსხვერპლებს არ დავეხმარეთ და არ გამოვკვეთეთ ჩამდენი პირები. სწორედ ამ იდეას ისახავს მიზნად ეს პროექტი და კითხვის დასმა, რომ რა შუაშია პოლიტპატიმრები „გირგვლიანის შესწორებებთან“, იგივეა ვიკითხოთ – რა შუაშია გირგვლიანი თავად „გირგვლიანის შესწორებებთან“, – აცხადებს კახა კოჟორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მემორანდუმი ე.წ. გირგვლიანის შესწორებებს უკავშირდება და მისი მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის N76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პრეზიდენტმა წინა ხელისუფლების დროს არსებულ სისტემურ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეფასების გარდა, პარლამენტმა 2012 წელს საკანონმდებლო აქტიც შექმნა, რომელშიც პოლიტიკური დევნის ფაქტები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების სიაც იყო, თუმცა საქმე ამ ნაბიჯის იქით არ წასულა. ამასთან, მისი თქმით, მან მხარი დაუჭირა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას, თუმცა დღემდე რამე რეალური დოკუმენტი, რომელზეც საუბარი შედგებოდა, არ არსებობს.