„ლელოს“ წარმომადგენლებმა ფარული ჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს 
„ლელოს“ წარმომადგენლებმა ფარული ჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს 

„ლელოს“ ლიდერებმა კახა კოჟორიძე და ლევან სამუშიამ გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და 6 მარტს გამოქვეყნებული ჩანაწერების გამოძიება მოითხოვეს.

როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, პროკურატურა ვალდებულია, აღნიშნული ფაქტი გამოიძიოს, რადგან გავრცელებული აუდიომასალა შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს.

„ლელოს“ წევრები და იურისტები, აქ მოვედით, რადგან საქართველოს პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულება. საქართველოს სიახლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება. მოცემულ შემთვევაში გამოძიების არდაწყება პროკურატურის მხრიდან პირდაპირ ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას საქართველოს კანონმდებლობისადმი და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, „ლელო“ არის ერთგული თავისი პოზიციის, რომ მოლაპარაკების პროცესი უნდა გაგრძელდეს.

„სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს კონკრეტული შეთანხმებით და პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ტიპის კრიზისებიდან, რაც საქართველოში ახლა არის, ვნახოთ გამოსავალი, ამავე დროს ჩვენ ვამბობთ, რომ ღარიბაშვილის ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში დააზიანებს მოლაპარაკების პროცესს“, – განაცხადა კოჟორიძემ.