კაჭარავამ გაიტანა, ზარანდია ისევ ძირითადშია
კაჭარავამ გაიტანა, ზარანდია ისევ ძირითადშია

კელჩესკორონამ“ პოლონეთის ექსტრაკლასას 28 ტურში ზაბჟეს „გურნიკს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კაჭარავა, რომელმაც 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 63-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო და „კორონა“ 2:0 დააწინაურა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხოლო 69-ე წუთზე შეცვალეს. „კორონას“ მოთამაშე გაუძევეს და გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

28 ტურის შემდეგ, „კორონამ“ 41 ქულა დააგროვა და ექსტრაკლასაში მე-6 ადგილზე იმყოფება. კაჭარავამ კი 19 ტურში 6 გოლი გაიტანა.

ლუკა ზარანდია კვლავ გდინიას „არკას“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მისი გუნდი გათამაშების ლიდერ „იაგელონიას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა. 21 წლის ქართველი 61-ე წუთზე შეცვალეს.