ჯორჯ კენტი - ჩვენ ვგმობთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველო რჩება აშშ-ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში
ჯორჯ კენტი - ჩვენ ვგმობთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველო რჩება აშშ-ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებით, აშშ წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს დემოკრატიული რეფორმების წინ წაწევასა და ეკონომიკურ განვითარებაში, ისევე როგორც რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში.

„საქართველომ 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ ჩვენი დახმარებით შეძლო თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის განგრძობად აგრესიას. რუსეთი იყენებს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, ეკონომიკურ ბერკეტებს, კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციას, რათა დათესოს განხეთქილება და უნდობლობა. რუსეთი ამ გზით ცდილობს, აიძულოს საქართველო, უარი ათქმევინოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე. აშშ იყენებს დიპლომატიურ ჩართულობას, მხარდაჭერას და მტკიცე საჯარო გზავნილებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მავნე ქმედებებს, გააძლიეროს პოზიტიური ცვლილებების პერსპექტივა“, – განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

მისივე თქმით, აშშ გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო რჩება აშშ-ის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. საქართველო არის ნატო-ს მტკიცე პარტნიორი. აშშ განაგრძობს საქართველოს არჩევას, გახდეს ნატო-ს წევრი და დაახლოვდეს ევროატლატიკურ საზოგადოებასთან.

საქართველოს დასავლური ორიენტაციის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შარშან, მთიან ყარაბაღში ინტენისური საბრძოლო მოქმედებებისა და რუსი სამხედროების მშვიდობისმყოფელების რანგში რეგიონში გაგზავნის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სამხედროები ჰყავს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში. რუსეთი, თურქეთი და ირანი ცდილობენ, გააძლიერონ ზეგავლენა რეგიონში. საქართველო შიშობს, რომ ამის შედეგად ის კონკურენტული ინფრასტრუქტურისა და სხვა განვითარების პროექტებიდან მოწყვეტილი აღმოჩნდება.

ჩვენ ვსწვალობთ გზებს, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისე, რომ მათი სუვერენიტეტი და ქმედებათა თავისუფელბა შენარჩუნებული იყოს“, – განაცხადა ჯორჯ კენტიმ.