„პოლიტიკო“ - აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დღეს დააინიცირებს
„პოლიტიკო“ - აშშ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს დღეს დააინიცირებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს 10 მაისს დააინიცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, მიზეზი ის არის, რომ რუსეთმა ხარკოვზე მასირებული შეტევები, სავარაუდოდ, უკვე დაიწყო.

დახმარების პაკეტი აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან იქნება და მასში შევა „პეტრიოტის“ რაკეტები, სტინგერის საზენიტო რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები.