მეთიუ მილერი - აშშ-მა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან
მეთიუ მილერი - აშშ-მა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს რუსეთში მყოფ ხუთ ფიზიკურ პირსა და ობიექტს, რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის“ – წერს მილერი.

მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ურთიერთობებით გლობალური უსაფრთხოებისთვის მისი საფრთხის გამო.