ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებისას ადგილზე მყოფ სამ ყოფილ პოლიციელს ბრალი წაუყენეს, დერეკ შოვინს კი ბრალი დაუმძიმდა
სამ ყოფილ პოლიციელს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ადგილზე იმყოფებოდნენ, ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყოფილ პოლიციელებს, ალექსანდერ კენგს, ტომას ლეინს და ტუ თაოს მეორე ხარისხის მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში წაუყენეს ბრალი, ასევე მათ მეორე ხარისხის წინასწარი განზრახვის გარეშე ჩადენილ მკვლელობაში ხელშეწყობასა და თანამონაწილეობას ედავებიან.
ბრალი დაუმძიმდა დერეკ შოვინსაც, რომელიც, გამოძიების ცნობით, პირადად არის პასუხისმგებელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილზე. მას ახლა მეორე ხარისხის მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული. ის აქამდე მესამე ხარისხის მკვლელობაში იყო ბრალდებული.