ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გადაღებისა და გასაჯაროებისთვის 18 წლის დარნელა ფრაზიერს პულიცერის პრემია მიანიჭეს
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გადაღებისა და გასაჯაროებისთვის 18 წლის დარნელა ფრაზიერს პულიცერის პრემია მიანიჭეს

აშშ-ში ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გადაღებისა და გასაჯაროებისთვის 18 წლის დარნელა ფრაზიერს ჟურნალისტიკის სფეროში ყველაზე საპატიო ჯილდო – პულიცერის პრემია მიანიჭეს.

პულიცერის კომიტეტის განმარტებით, ფრაზიერს ჯილდო მიენიჭა „ტრანსფორმაციული ვიდეოსთვის, რომელმაც შეძრა მნახველები და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების პროვოცირება გამოიწვია მთელ მსოფლიოში“.

ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს, დაკავების დროს ასფიქსიით გარდაიცვალა. გამოძიების მასალების მიხედვით, ფლოიდი დაკავების დროს სიგარეტის ყიდვას ყალბი 20-დოლარიანით შეეცადა. გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, რომ ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, დერეკ შოვინმა ფლოიდს კისრის არეში მუხლი დააბჯინა. მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება. განაჩენი 25 ივნისს გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი