ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულ სამ ყოფილ პოლიციელს სასამართლომ გირაოს სახით ერთი მილიონი დოლარი შეუფარდა
ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულ სამ ყოფილ პოლიციელს სასამართლომ გირაოს სახით ერთი მილიონი დოლარი შეუფარდა

პოლიციის სამ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, სასამართლომ გირაოს სახით ერთი მილიონი დოლარი შეუფარდა.

ყოფილ პოლიციელებს – ტომას ლეინს, ალექსანდერ კუენგს და ტოუ ტაოს ბრალი ედებათ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის დახმარებაში და თანამონაწილეობაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციის ყოფილ ოფიცრებს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი ოფიცერი, დერეკ შოვინი, რომელსაც გამოძიების მიხედვით, ჯორჯ ფლოიდის კისერზე მუხლი რვა წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი, სასამართლოს წინაშე ცალკე, 8 ივნისს წარდგება.