დონალდ ტრამპი - აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებამდე შავკანიან მოსახლეობას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი დასაქმების მაჩვენებელი ჰქონდა
დონალდ ტრამპი - აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებამდე შავკანიან მოსახლეობას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი დასაქმების მაჩვენებელი ჰქონდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუს დროს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო.

„ეს იყო საშინელება, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, პოლიციელმა კონტროლი დაკარგა, ასევე იმ სამმა პოლიციელმაც, რომლებიც ამას უყურებდნენ. შეიძლება, მათი იმავე კატეგორიაში მოთავსება არ შეიძლება, თუმცა ისინიც ძალიან ცუდ კატეგორიაში გადიან. აქედან არაფერი კარგი არ შეიძლება, გამოვიდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელებამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიან მოსახლეობას დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა ქვეყნის ისტორიის განმავლობაში. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა ამ მაჩვენებელს მალევე დაუბრუნდება.

ტრამპი ასევე გამოეხმაურა ბაიდენის მიერ გაკეთებულ კომენტარებს პოლიციის დეპარტამენტებში სისტემურ რასიზმთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულება კითხვებს აჩენს. პრეზიდენტის თქმით, თუ ჯო ბაიდენს სისტემური ცვლილებების გატარება სურდა, ამისთვის 43 წელი ჰქონდა, თუმცა არაფერი გააკეთა.

დატოვე კომენტარი