ჯო ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს შეხვდა
ჯო ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს შეხვდა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მინეაპოლისში გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაღუპულის ნათესავების ადვოკატმა, ბენჟამინ კრამპმა გაავრცელა.

მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი ბაიდენი ჰიუსტონში იმყოფებოდა და რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრა ფლოიდის ნათესავებსა და ახლობლებს.

„მან მოისმინა მათი ტკივილი და გაიზიარა მათი გლოვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში და მთელ მსოფლიოში პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მოჰყვა.