ჯონდი ბაღათურიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან საარჩევნო პროგრამის სოციალური რეფორმა წარადგინა
ჯონდი ბაღათურიამ ჯანდაცვის სამინისტროსთან საარჩევნო პროგრამის სოციალური რეფორმა წარადგინა

პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა დასმა“ ჯანდაცვის სამინისტროსთან საარჩევნო პროგრამის სოციალური რეფორმა წარადგინა.

პარტიის ლიდერ ჯონდი ბაღათურიას თქმით, რეფორმის მიხედვით საშუალო პენსია 400 ლარი გახდება, შემცირდება წამლის ფასები და სიღარიბის პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმები შეიცვლება.

ბაღათურიას განცხადებით, სიღარიბის პროგრამაში მოხვდება ყველა პირი, რომელსაც შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ცოტა ექნება. პარტიის სოციალური პაკეტის მიხედვით, საარსებო მინიმუმი 315 ლარი იქნება.

„ქართული დასის“ ლიდერის თქმით, რეფორმის ღირებულება 700 მილიონზე მეტი იქნება, ხოლო თანხების მოზიდვა სხვა არამიზნობრივი თანხებიდან მოხდება.

„წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამის სოციალური სოციალური ნაწილი. პირველი ეს არის საპენსიო რეფორმა, რომლის მიხედვითაც საშუალოდ პენსია გახდება 370 ლარიდან 415 ლარამდე, მეორე – ეს არის წამლის ფასების ზრდის შეკავება. დღეს საქართველოში წამლის ფასის 600, 800 და ზოგჯერ 1000 პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, მაგალითად, თურქეთსა და რუსეთში. ამ რეფორმის მიხედვით, წამლის ფასი სამჯერ-ოთხჯერ შემცირდება. მესამე – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიღატაკის პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც, პროგრამაში მოხვდება ადამიანი არა ფარდის, ტელევიზორის ან ფართის მიხედვით, არამედ სიღატაკის პროგრამაში მოხვდება, თუ მისი შემოსავალი არის უფრო დაბალი, ვიდრე საარსებო მინიმუმია. საარსებო მინიმუმი უკვე განვსაზღვრეთ 315 ლარად. ჩვენი რეფორმის მიხედვით, პენსია გაიზრდება და რეფორმის ჯამური ღირებულება არის 700 მილიონი. თანხის გადმომისამართების სხვა არამიზნობრივი თანხებიდან საპენსიო რეფორმაზე ჩვენ მივიღებთ 400-ლარიან საშუალო პენსიას, რაც არის საარსებო საშუალება ნებისმიერი პენსიონერისთვის. შესაბამისად, ამით დავაზღვევთ პენსიონერებს სიღატაკეში მოხვედრისგან, ეს შეამცირებს სიღატაკის პროგრამის ხარჯებს“, – განაცხადა