მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღნიშნა, რომ ბალახის სეზონი შესაძლოა, მთლიანად გამოტოვოს.
სერბმა ჩოგბურთელმა როლან გაროსის მეოთხედფინალური ეტაპი ვერ გადალახა – ოთხ სეტში წააგო შეხვედრა ნაკლებად ცნობილ იტალიელთან მარკო ჩეკინატოსთან.
„ძველ დონეზე დაბრუნება რთულია. საერთოდ, ცხოვრებაში ბევრი რამ არის რთული. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ბალახზე”, – განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.
2018 წელს, ბალახის საფარზე ტურნირები 11 ივნისს დაიწყება. ჯოკოვიჩი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 22-ე ჩოგანია, უიმბლდონის სამგზის ჩემპიონი გახლავთ.