ნოვაკ ჯოკოვიჩი - მესი ბავშვებისთვის შესანიშნავი მაგალითია #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი - მესი ბავშვებისთვის შესანიშნავი მაგალითია #1TVSPORT

დიდი სლემის 21-გზის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა არგენტინელ ლიონელ მესიზე ისაუბრა და ახალგაზრდა თაობაზე დადებითი გავლენისთვის შეაქო.

„ძალიან გამიმართლა, რომ ფინალზე ვიყავი. ბევრისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ფინალი იყო. არგენტინამ მოიგო და ვნახეთ, როგორ დახვდნენ ფეხბურთელებს სამშობლოში, განსაკუთრებით, მესის. ეს დახვედრაც სანახაობრივი იყო, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. როგორც სპორტისა და ფეხბურთის მოყვარული, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ და მესის დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში ადამიანების უმეტესობა კმაყოფილია მისი მიღწევებით და იმით, რაც მან მოახერხა. ის ყოველთვის თავმდაბალი, მიწიერი ბიჭი იყო, რომელიც წარმატებას აღწევდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობ, რომ ლეო შესანიშნავი მაგალითია ბავშვებისთვის, რომლებიც მას უყურებენ და უნდათ, რომ მას დაემსგავსონ“, – თქვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

ლეო მესი არგენტინის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. კატარში დასრულებული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინელებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს (3:3, 4:2 პენალტების სერიაში). არგენტინელი ვარსკვლავი კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.