ტოკიო 2020 | ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე პირველი მარტივი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე პირველი მარტივი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მარტივი გამარჯვებით დაიწყო.

პირველ წრეში მან ბოლივიელი ჰუგო დელიენია ანგარიშით 6:2 6:2 დაამარცხა. მსოფლიო რეიტინგის ლიდერი შემდეგ შეხვედრას გერმანელ იან-ლენარდ შტრუმფთან გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს მიმდინარე საჩოგბურთო სეზონში გერმანელი ლეგენდის, შტეფი გრაფის მიღწევის განმეორების კარგი შანსი აქვს. შეგახსენებთ,რომ შტეფი გრაფი 1988 წელს გახდა პირველი და დღემდე ერთადერთი ჩოგბურთელია (ქალი თუ მამაკაცი), რომელმაც ოქროს სლემი შეასრულა – ერთ წელიწადში მოიგო დიდი სლემის ოთხივე ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში.

სერბ ჩოგბურთელს წელს სამი დიდი სლემის ტურნირი უკვე მოგებული აქვს და იგი ყველაფერს გააკეთებს გერმანელი ლეგენდის მიღწევის გასამეორებლად, ამისათვის კი ნოვაკმა ჯერ ოლიმპიური ოქრო უნდა მოიგოს.